Tuesday, July 28, 2015

სერიის აღწერა (სეზონი 6 ,ეპიზოდი 23)

მონოლოგი:
''ბევრი ადამიანისთვის საავადმყოფო საშინელი ადგილია. მტრული ადგილი. ადგილი სადაც საშინელი რამეები ხდება... ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია:ეკლესია,სკოლა ან სახლი. მაგრამ მე აქ გავიზარდე . როცა დედაჩემი შემოვლაზე იყო მე საოპერაციოს გალერეაში წერა-კითხვას ვსწავლობდი. ვთამაშობდი მორგში. ძველ ისტორიებს ფერადი ფანქრებით ვაფერადებდი. სავადმყოფო იყო ჩემი სკოლა...ეკლესია...სახლი. საავადმყოფო იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩემთვის. ჩემი ნავსაყუდელი.. მე მიყვარს აქაურობა''


სახელწოდება: თავშესაფარი

საქართველოში გასვლის დრო:28 ივლისი, 2015 წელი

ABC_ის ეთერში: 20 მაისი, 2010 წელი 

სცენარის ავტორი:შონდა რაიმსი

პროდიუსერი: შონდა რაიმსი 

სეზონი:6

ეპიზოდური რიგი: 125 

მთხრობელი:მერედით გრეი 

მაყურებელთა რაოდენობა: 13,93 მილიონი


შინაარსი:

სიეტლ გრეის ჰოსპირალი საშინელ კრიზისშია. ისეთში როგორშიც მანამდე არასდროს ყოფილა. გასულ სერიებში გარდაცვლილი პაციენტის ქმარი ,რომელსაც დერეკმა აპარატი გამოურთო შეპარდის მოსაკლავად მოდის. მერედითი აღმოაჩენს ,რომ ორსულადაა და კრისტინას უყვება. მეგობარი ულოცავს . მერედითი ამ ამბის სათქმელად დერეკთან მიდის ,მაგრამ ცუდ ხასიათზე ხვდება და გადაიფიქრებს. საღამოს ვახშამზე პატიჟებს. გარი კლარკი ,რომელიც საავადმყოფოში დერეკს დაეძებს ერტმანეთის მიყოლებით კლავს ქირურგებს, ექთნებს და უბრალო გამვლელებს. მსხვერპლთა შორის არიან ალექსი , და მერსი უესტიდან გადმოსული ორი რეზიდენტი. წკუიდან შეშლილი ეიპრილი დერეკთან გარბის ,რომ მკვლელზე მოახსენოს. იგი საავადმყოფოში საგანგებო სიტუაციას აცხადებს. საოპერაციოში მყოფმა ოუენმა და ტედიმ არაფერი იციან. კრისტინა და მერიდითიც მშვიდად დასეირნობენ,მაგრამ დერეკი მათ ოთახსი გამოკეტავს. დაჭრილ ალექსს მარკი და ლექსი პოულობენ. ბეილი ამაოდ ცდილობს რეზიდენტის გადარჩენას. საბოლოოდ დერეკი და გარი კლარკი ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს. მერედითი მათ სეხვედრას ქვემოდან უყურებს და ნერვიულობს. ამ დრს ეიპრილი შემოდის რის მერეც გარი კლარკი დერეკს ესვრის. დერეკი უსულოდ ეცემა ძირს.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

*. ამ ეპიზოდში როდესაც კრისტინა იგებს მერედითის ორსულობის შესახებ იგი ამბობს '' თუ შენ და დერეკი ავიაკატასტროფაში დაიღუპებით ბავშვი ჩემია'' . ზუსტად ორი სეზონის შემდეგ დერეკი და მერედითი მართლა ხვდებიან ავიაკატასტროფაში კრისტინასთან ერთად და დგებიან სიკვდილის საფრთხის წინაშე.
*გარი კლარკის იარარი იყო ნამდვილი ოღონდ გადაკეთებული იყო ისე ,რომ ყოფილიყო უსაფრთხო
*ეს ეპიზოდი არის სარა დრიუს (ეიპრილ კეპნერის) საყვარელი ეპიზოდი. თუმცა მას არ მოსწონს ,რომ დერეკის დაჭრას შეესწრო ეიპრილი რადგან ფანები დიდი ხნის მანძილზე სწორედ მას აბრალიდნენ დერეკის ამბავს.
*თავდაპირველ სცენარში სოონდას ეწერა ,რომ ბეილის ესროდა გარი კლარკი და მოკვდებოდა ,მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა რადგან მიხვდა,რომ ის არის შოუს სული.
*კაფე ,რომელშიც რიჩარდ უებერი იჯდა არის "Rhimes Café", რაც მიანიშნებდა შოუს შემქმნელზე შონდა რაიმსზე
*ტედი ალტმანი არის ერთადერთი ქირურგი ,რომელიც არ შეხვედრია გარი კლარკს
სერიის შეცდომა:

*ეიპრილს თავისუფლად შეეძლო შეპარდის კაბინეტიდან დაენახა ,რომ გარი კლარკი მას უმიზნებდა იარაღს. რადგან შეფის კაბინეტი მინისაა.

სერიის აღწერა (სეზონი 6 ,ეპიზოდი 22)


სახელწოდება: ბრწყინვალედ ბედნიერი ხალხი 

საქართველოში გასვლის დრო: 27 ივლისი,2015 წელი

ABC_ის ეთერში : 13 მაისი,2010 წელი

სცენარის ავტორი :პიტერ ნოვალკი და ზოანა კლაკი 

პროდიუსერი :შონდა რაიმსი

სეზონი:6

ეპიზოდური რიგი:124

მთხრობელი: მერედით გრეი

მაყურებელთა რაოდენობა: 11,05 მილიონი 

შინაარსი:

მერედითის სახლში დერეკის გასამხნევებელი წვეულებაა. მერედითი დერეკს საყვადურობს ,რომ მის სახლში ყოველთვის მხიარული წვეულებები ეწყობა სადაც ის და კრისტინა სვამენ და მაგიდაზე ცეკვავენ.ახლა კი ყველა მოწყენილია. მერსი უესტიდან გადმოსული ახალი რეზიდენტი მარკის შებმას ცდილობს რაც კარგად გამოსდის. ტედი მათ ერთად შეისწრებს. ლექსი ალექსს ეკითხება რა ურთიერთობა აქვთ და არიან თუ არა წყვილი. ალექსი პასუხობს ,რომ წყვილი არიან. საავადმყოფოში დიდი ხნის წინ შეყვარებული მოხუცები ხვდებიან ერთმანეთს ,რომლებსაც წლებია ერთმანეთი არ უნახავთ. მათი ისტორიით გულაჩუყებული ექიმები ყველანაირად უწყობენ ხელს. მერედითი კვლავ აფრთხილებს კრისტინას ,რომ ოუენთან გადასვლაზე დაფიქრდეს. განერვიულებული კრისტინა ხვდება ,რომ მათ ურტიერთობას მერედითი ელისის,რიჩარდის და ტეტჩერისასთან აიგივებს. კრისტინა მას ეკითხება შეძლო თუ არა ელისმა რიჩარდის დავიწყება. მერედითი კი პასუხობს ,რომ დედამისს ვებერი სიკვდილამდე უყვარდა. ალექსს პაციენტი ყავს ,რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ და შიზოფრენიკი გონიათ. კრისტინა მერედითზე გაბრაზებულია და მასთან ერთად არ ჯდება მაგიდასთან. ლექსი ალექსს დიაგნოზის დასმაში ეხმარება რის შემდეგაც დერეკი მას ოპერაციას უკეთებს და გამოჯანმრთელდება. მერედითი ოუენს სიმართლის თქმას ურჩევს.ამის მერე იგი კრისტინასთან მიდის და ეუბნება ,რომ ტედის გაშვება ურჩია დერეკს რადგან არ იცის მის მიმართ რას გრძნობს. ტედი მათ საუბარს ისმენს. კრისტინა ოუენთან გადასვლას გადაიფიქრებს და მერედითს სახლში სტუმრობს. დერეკი იძულებულია საძინებელი გოგონებს დაუთმოს. 
მნიშვნელოვანი ფაქტები:


* ეპიზოდში მოწვეული მსახიობის რანგში მონაწილეობდა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო. იგი პაციენტ ჰეილი მეის როლს ასრულებდა. 

Saturday, July 25, 2015

’’გრეის ანატომიის’’ მე-6 სეზონის პოსტერები


’’გრეის ანატომიის’’ მე-6 სეზონის მთავარი პოსტერი ,რომელზეც გამოსახული შავი დროშები გლოვის სიმბოლოა იმ მოვლენებისადმი რაც  ბოლო ორ ეპიზოდში განვითარდა 
ელენ პომპეო(მერედით გრეი )

პატრიკ დემპსი(დერეკ შეპარდი)

სანდრა ’ო (კრისტინა იანგი)
ჯასტინ ჩამბერსი (ალექს კარევი)
ჯეიმს პიკენს უმცროსი(რიჩარდ უებერი)
ჩანდრა უილსონი (მირანდა ბეილი)
სარა რამირესი (კალი ტორესი)
ჯესიკა კაპშაუ (არიზონა რობინსი)
ჩაილერ ლი (ლექსი გრეი)
ერიკ დეინი (მარკ სლოუნი)
კევინ მაკკიდი (ოუენ ჰანტი)












კეტი პერი გრეის ანატომიაში ???

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
ახალი და ძალიან ცხელი ამბავი
ახალი ამბავი არ არის ის ფაქტი რომ ბევრი ცნობილი ადამიანი გახლავთ სერიალ '' გრეის ანატომიის''  ფანების რიგში. მათ შორის არიან პოლიტიკოსები,მსახიობები,მომღერლები... ერთ ერთი ასეთი აქტიური ფანი გახლავთ
ტეილორ სვიფტი რომლის მუსიკებიც არაერთსგზის ჟღერდება სერიალში.
ცოტა ხნის წინ ახალი ჭორი გავრცელდა მედიასივრცეში რასაც პაპარაცების მიერ მოწოდებული ფოტოებიც ამყარებენ.
შესაძლოა მსოფლიოში ცნობილი მომღერალი კეტი პერი მოწვეული მსახიობის რანგში მოგვევლინოს სერიალის მე-12 სეზონში.
პაპარაცებმა იგი მაშინ დააფიქსირეს ,როდესაც გრეის გადასაღებ მოედანს ტოვებდა.
თუ ეს ასე მოხდა ეს ძალიან დიდი სტიმული და რეკლამა იქნება ახალი სეზონისთვის. რადგან არავისთვის არ არის ახალი ამბავი ის ფაქტი რამდენად პოპულარულია იგი მსოფლიო მაშტაბით.
თუ მომღერლის ჩაცმულობაზე ვიმსჯელებთ შესაძლოა ეს იყოს ახალი ინტერნი ან რეზიდენტი.
შონდა რაიმსი ყოველ სეზონში უფრო და უფრო მეტად გვაკვირვებს

სერიის აღწერა (სეზონი 6 ,ეპიზოდი 21)




სახელწოდება: რამდენად უგრძნობი
საქართველოში გასვლის დრო:24 ივლისი,2015 წელი
ABC_ის ეთერში: 6 მაისი, 2010 წელი
სცენარის ავტორი:უილიამ ჰარპერი
პროდიუსერი :შონდა რაიმსი

სეზონი :6
ეპიზოდური რიგი :123
მთხრობელი:მერედით გრეი
მაყურებელთა რაოდენობა: 11,03 მილიონი


შინაარსი:

საავადმყოფოში კაცი მოჰყავთ რომელის ისეთი მსუქანია ყველას შოკში აგდებს. მის ორგანიზმში ინფექიციაა. კრისტინას პაციენტი ყავს გულის დაავადებით. მას უწევს მის პატარა გოგონას მოუაროს .საოპერაციოში შესვლას გოგონასთან დარჩენას ამჯობინებს. კრისტინა მერედითი,ალექსი და ლექსი მსუქან პაციენტზე ყბედობენ და ფსონებს დებენ. მათ საუბარს პაციენტის ცოლი შეესწრება,რომელიც ორსულადაა. მერედითი ოუენს აგრზნობინებს,რომ იცის ტედის წასვლა ,რომ უნდოდა. ამის გამო ოუენი დერეკს საყვედურობს. დერეკს სასამართლო პროცესი აქვს წინა სერიაში გარდაცვლილი პაციენტისთვის,რომელსაც აპარატი გამოურთო. ალექსი მსუქან პაციენტს ამხნევებს და ოპერაციაზე ითანხმებს. ოუენი მერედითს საოპერაციოდან უშვებს. დერეკი მერედითს საყვედურობს ოუენს რატომ უთხარიო. მერედითი ამბობს ,რომ არ უთქვამს. მსუქანი პაციენტი გადარჩება. ბავშვის დედა კი იღუპება. კრისტინა ტირის და ოუენის მოყვანას ითხოვს.

მერედითის და დერეკის დიალოგი:

მერედითი : როგორ ჩაიარას?
დერეკი: როგორც ჩანს,თქმა არ შემიძლია
მერედითი: რატომ?
დერეკი: რატომ უთხარი ჰანტს იმის შესახებ რაც გითხარი?
მერედითი:მე არ მითქვამს,ა რაფერი მითქვამს...უბრალოდ შევხედე...
დერეკი: შენ მას შეხედე, და როდესაც გაბრაზებული ხარ ყველაფერი სახეზე გაწერია. ახლა ტანამშრომლები აღარ მენდობიან
მერედითი: რა შემიძლია გავაკეთო? სახე ვაკონტორლო?
დერეკი: დიახ,უნდა აკონტროლო შენი სახე
მერედითი: მაშინ არ მითხრა ის რაც არ გინდა ვიცოდე. ეს აკონტროლე
დერეკი: მასინ მე ვერ გეტყვი ჩემი დღის 80% და მე ეს არ მინდა
მერედითი:ეს არც მე მინდა. მაპატიე
დერეკი:ვიცი...უბრალოდ...
მერედითი: მაგრამ კრისტინას უნდა ვუთხრა
დერეკი:არა, რის შესახებ ვსაუბრობთ ახლა?
მერედითი: ოუენი მას ატყუებს და მას ისევ უყვარს ტედი
დერეკი: მნიშვნელობა არ აქვს
მერედითი: მნიშვნელობა შენთვის არ აქვს. კრისტინა ჩემი საუკეთესო მეგობარია. შენ უფროსი ხარ ,მაგრამ კრისტინა ისევ ის არის ვინც ადრე და ყოველთვის ასე იქნება. დავდგე და ვუყურო როგორ ატკენს გულს?რა გავაკეთო?
დერეკი: არაფერი...არაფერი...