მონოლოგი:
''ბევრი ადამიანისთვის საავადმყოფო საშინელი ადგილია. მტრული ადგილი. ადგილი სადაც საშინელი რამეები ხდება... ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია:ეკლესია,სკოლა ან სახლი. მაგრამ მე აქ გავიზარდე . როცა დედაჩემი შემოვლაზე იყო მე საოპერაციოს გალერეაში წერა-კითხვას ვსწავლობდი. ვთამაშობდი მორგში. ძველ ისტორიებს ფერადი ფანქრებით ვაფერადებდი. სავადმყოფო იყო ჩემი სკოლა...ეკლესია...სახლი. საავადმყოფო იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩემთვის. ჩემი ნავსაყუდელი.. მე მიყვარს აქაურობა''
სახელწოდება: თავშესაფარი
საქართველოში გასვლის დრო:28 ივლისი, 2015 წელი
ABC_ის ეთერში: 20 მაისი, 2010 წელი
სცენარის ავტორი:შონდა რაიმსი
პროდიუსერი: შონდა რაიმსი
სეზონი:6
ეპიზოდური რიგი: 125
მთხრობელი:მერედით გრეი
მაყურებელთა რაოდენობა: 13,93 მილიონი
შინაარსი:
სიეტლ გრეის ჰოსპირალი საშინელ კრიზისშია. ისეთში როგორშიც მანამდე არასდროს ყოფილა. გასულ სერიებში გარდაცვლილი პაციენტის ქმარი ,რომელსაც დერეკმა აპარატი გამოურთო შეპარდის მოსაკლავად მოდის. მერედითი აღმოაჩენს ,რომ ორსულადაა და კრისტინას უყვება. მეგობარი ულოცავს . მერედითი ამ ამბის სათქმელად დერეკთან მიდის ,მაგრამ ცუდ ხასიათზე ხვდება და გადაიფიქრებს. საღამოს ვახშამზე პატიჟებს. გარი კლარკი ,რომელიც საავადმყოფოში დერეკს დაეძებს ერტმანეთის მიყოლებით კლავს ქირურგებს, ექთნებს და უბრალო გამვლელებს. მსხვერპლთა შორის არიან ალექსი , და მერსი უესტიდან გადმოსული ორი რეზიდენტი. წკუიდან შეშლილი ეიპრილი დერეკთან გარბის ,რომ მკვლელზე მოახსენოს. იგი საავადმყოფოში საგანგებო სიტუაციას აცხადებს. საოპერაციოში მყოფმა ოუენმა და ტედიმ არაფერი იციან. კრისტინა და მერიდითიც მშვიდად დასეირნობენ,მაგრამ დერეკი მათ ოთახსი გამოკეტავს. დაჭრილ ალექსს მარკი და ლექსი პოულობენ. ბეილი ამაოდ ცდილობს რეზიდენტის გადარჩენას. საბოლოოდ დერეკი და გარი კლარკი ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს. მერედითი მათ სეხვედრას ქვემოდან უყურებს და ნერვიულობს. ამ დრს ეიპრილი შემოდის რის მერეც გარი კლარკი დერეკს ესვრის. დერეკი უსულოდ ეცემა ძირს.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
*. ამ ეპიზოდში როდესაც კრისტინა იგებს მერედითის ორსულობის შესახებ იგი ამბობს '' თუ შენ და დერეკი ავიაკატასტროფაში დაიღუპებით ბავშვი ჩემია'' . ზუსტად ორი სეზონის შემდეგ დერეკი და მერედითი მართლა ხვდებიან ავიაკატასტროფაში კრისტინასთან ერთად და დგებიან სიკვდილის საფრთხის წინაშე.
*გარი კლარკის იარარი იყო ნამდვილი ოღონდ გადაკეთებული იყო ისე ,რომ ყოფილიყო უსაფრთხო
*ეს ეპიზოდი არის სარა დრიუს (ეიპრილ კეპნერის) საყვარელი ეპიზოდი. თუმცა მას არ მოსწონს ,რომ დერეკის დაჭრას შეესწრო ეიპრილი რადგან ფანები დიდი ხნის მანძილზე სწორედ მას აბრალიდნენ დერეკის ამბავს.
*თავდაპირველ სცენარში სოონდას ეწერა ,რომ ბეილის ესროდა გარი კლარკი და მოკვდებოდა ,მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა რადგან მიხვდა,რომ ის არის შოუს სული.
*კაფე ,რომელშიც რიჩარდ უებერი იჯდა არის "Rhimes Café", რაც მიანიშნებდა შოუს შემქმნელზე შონდა რაიმსზე
*ტედი ალტმანი არის ერთადერთი ქირურგი ,რომელიც არ შეხვედრია გარი კლარკს
სერიის შეცდომა:
*ეიპრილს თავისუფლად შეეძლო შეპარდის კაბინეტიდან დაენახა ,რომ გარი კლარკი მას უმიზნებდა იარაღს. რადგან შეფის კაბინეტი მინისაა.
No comments:
Post a Comment