სახელწოდება: ბრწყინვალედ ბედნიერი ხალხი
საქართველოში გასვლის დრო: 27 ივლისი,2015 წელი
ABC_ის ეთერში : 13 მაისი,2010 წელი
სცენარის ავტორი :პიტერ ნოვალკი და ზოანა კლაკი
პროდიუსერი :შონდა რაიმსი
სეზონი:6
ეპიზოდური რიგი:124
მთხრობელი: მერედით გრეი
მაყურებელთა რაოდენობა: 11,05 მილიონი
შინაარსი:
მერედითის სახლში დერეკის გასამხნევებელი წვეულებაა. მერედითი დერეკს საყვადურობს ,რომ მის სახლში ყოველთვის მხიარული წვეულებები ეწყობა სადაც ის და კრისტინა სვამენ და მაგიდაზე ცეკვავენ.ახლა კი ყველა მოწყენილია. მერსი უესტიდან გადმოსული ახალი რეზიდენტი მარკის შებმას ცდილობს რაც კარგად გამოსდის. ტედი მათ ერთად შეისწრებს. ლექსი ალექსს ეკითხება რა ურთიერთობა აქვთ და არიან თუ არა წყვილი. ალექსი პასუხობს ,რომ წყვილი არიან. საავადმყოფოში დიდი ხნის წინ შეყვარებული მოხუცები ხვდებიან ერთმანეთს ,რომლებსაც წლებია ერთმანეთი არ უნახავთ. მათი ისტორიით გულაჩუყებული ექიმები ყველანაირად უწყობენ ხელს. მერედითი კვლავ აფრთხილებს კრისტინას ,რომ ოუენთან გადასვლაზე დაფიქრდეს. განერვიულებული კრისტინა ხვდება ,რომ მათ ურტიერთობას მერედითი ელისის,რიჩარდის და ტეტჩერისასთან აიგივებს. კრისტინა მას ეკითხება შეძლო თუ არა ელისმა რიჩარდის დავიწყება. მერედითი კი პასუხობს ,რომ დედამისს ვებერი სიკვდილამდე უყვარდა. ალექსს პაციენტი ყავს ,რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ და შიზოფრენიკი გონიათ. კრისტინა მერედითზე გაბრაზებულია და მასთან ერთად არ ჯდება მაგიდასთან. ლექსი ალექსს დიაგნოზის დასმაში ეხმარება რის შემდეგაც დერეკი მას ოპერაციას უკეთებს და გამოჯანმრთელდება. მერედითი ოუენს სიმართლის თქმას ურჩევს.ამის მერე იგი კრისტინასთან მიდის და ეუბნება ,რომ ტედის გაშვება ურჩია დერეკს რადგან არ იცის მის მიმართ რას გრძნობს. ტედი მათ საუბარს ისმენს. კრისტინა ოუენთან გადასვლას გადაიფიქრებს და მერედითს სახლში სტუმრობს. დერეკი იძულებულია საძინებელი გოგონებს დაუთმოს.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
* ეპიზოდში მოწვეული მსახიობის რანგში მონაწილეობდა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო. იგი პაციენტ ჰეილი მეის როლს ასრულებდა.
No comments:
Post a Comment